გავდივართ ,,ინტელ''-ის ტრენინგს. გავიარეთ პირველი მოდული. მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე პროექტის დაგეგმვის პროცესში.გავიგე და ვისწავლე ბევრი საინტერესო რამ, რასაც ყოველთვის გამოვიყენებ არა მარტო პროექტის, არამედ ყოველდღიური გაკვეთილების დაგეგმვისას.
გავეცანი ,,გზამკვლევს'', რომელსაც, ალბათ,ძალიან ხშირად მივუბრუნდები ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის მანძილზე. კმაყოფილი ვარ, რომ ვისწავლე დაარქივებული მასალის განარქივება, ელეტრონული პორტფოლიოს შექმნა,განვიხილეთ პროექტის ნიმუშები, როგორ მოვამზადოთ პუბლიკაციები შაბლონების გზამკვლევიდან, შევქმენით ბლოგი და შევარჩიეთ საპროექტო იდეა.
უღრმესი მადლობა ჩვენს ძვირფას ტრენერს, რომელსაც არასოდას ეზარება თუნდაც რამდენჯერმე აგვიხსნას, გაგვიმეოროს ერთიდაიგივე და რომელთან მოსვლაც ყოველთვის გვიხარია ძალიან თბილი გარემოსა და ბევრი, ბევრი საინტერესოს გაგების გამო!
No comments:
Post a Comment